პარასკევი
2024-04-19
2:32 AM
შესვლის ფორმა
მენიუ
ფილმები [60]
თამაშები [133]
counter strike [21]
პროგრამები [21]
სურათები [30]
მუსიკა [16]
საინტერესო ამბები [50]
მობილურისთვის [12]
რაკლამა საიტზე [1]
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რა სქესის ხარ?
სულ პასუხი: 155
საათი
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
გამომთვლელი

Gala bingo, party casino, Ladbrokes casino, FX, Football
გამომთვლელი
ამინდი
რეკლამა
WMmail.ru - сервис почтовых рассылок WMmail.ru - сервис почтовых рассылок
სარეკლამო ბანერი

GEOWOLF.TK

მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » როგორ შენდებოდა პირამიდები…
4:07 PM
როგორ შენდებოდა პირამიდები…
ვინ აშენებდა პირამიდებს? ეს კითხვა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და მაინც როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი?!

ეგვიპტელების ყველაზე დიდი მემკვიდრეობა პირამიდები და სამარხებია. ისინი აშენდა ფარაონებისთვის, რათა მათ ”შემდგომ ცხოვრებაში” თავშესაფარი ჰქონოდათ. ფარაონების სულის დასაცავად, ეგვიპტელებმა აშენებდნენ მასიურ სამრხებს. თუმცა ეს სამარხები ყოველთვის პირამიდები არ იყო. გასაკვირია, მაგრამ პირამიდები ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეშია აშენებული.

ბევრი მეცნიერი კამათობს იმის შესახებ თუ ვინ აშენებდა პირამიდებს, რა წარმომავლობისა და სტატუსის ხალხი. მეცნიერთა და ისტორიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ პირამიდები არ აუშენებიათ მონებს ან უცხოელებს (ეს ყველაზე გავრცელებული ვერსიაა). სამარხებიდან ამოღებულმა ჩონჩხებმა აჩვენა, რომ ისინი ჩვეულებრივი ეგვიპტელები იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფლებში და ფარაონის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ.

ზოგიერთი მათგანი ქალიც კი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობები მათი მშენებლებად მუშაობისა, ნაპოვნია ქალის რამდენიმე ჩონჩხი, რომელიც ადასტურებს ამ მოსაზრებას. როგორც გამოთვლილია, 20.000-დან 30.000 მუშა გიზის პირამიდებს 80 წლის მანძილზე აშენებდა.სამუშაოების უმეტესი ნაწილი ნილოსის ადიდების დროს სრულდებოდა.

როგორ შენდებოდა პირამიდები? ეს შეკითხვა მეცნიერებისათვის დღემდე მთავარი თავსატეხია . ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტური წყაროები, რომელიც ეგვიპტოლოგებს მისცემდათ პასუხს მათი მშენებლობის შესახებ. ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, იმისათვის რომ დიდი ზომის ქვები გადაეადგილებინათ მათ ხის მორებზე აცურებდნენ, რითიც საქმეს იადვილებდნენ. ქვები ადამიანებზე თოკით უნდა ყოფილიყო მიბმული, რომლებიც მათ წინ უბიძგებდათ. ამავე დროს რამდენიმე კაცს უნდა გამოეცალა უკანასკნელი მორი, რომელიც მიჰქონდათ შემდეგ და ისევ წინ დებდნენ და ამგვარად ქმნიდნენ უწყვეტ რგოლს. თითოეული ქვა დაახლოებით ორიდან ხუთ ტონამდე იწონიდა და თანაც საკმაოდ შორი მანძილიდან მოჰქონდათ. ყველაფერ ამან ძალიან გაართულა პირამიდების მშენებლობა, თუმცა შედეგი, როგორც ვხედავთ, განსაცვიფრებელია.

დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე აღსანიშნავია გიზას პირამიდები. მათ შორის უდიდესია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. შ-მდე XXVI საუკუნეში. მისი მშენებელი იყო ხემიუნი. პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე კი 230 მეტრი. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმის ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს "პერანგი” აღარ არსებობს.

გიზას სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორე ფარაონ ხეფრენის პირამიდაა. იგი სიმაღლით 143 მეტრია, ფუძის სიგრძით კი 215 მეტრი. მისი არქიტექტორი იყო მერიბი.
მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მისი ხუროთმოძღვარი იყო დებხეინი. მერიბსა და დებხეინს ეგვიპტოლოგები ხემიუნის მემკვიდრეებად თვლიან.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური მოვლენა ისტორიაში რაც ეგვიპტელებთან არის დაკავშირებული არის მუმიფიკაცია . ისინი ფარაონებს მრავალი ათასი წლის მანძილზე სპეციფიკური მეთოდებით ნაჭრებში გახვეულს სამარხებში ინახავდნენ. ეს ტრადიცია გარკვეულ წარმოდგენებზე იყო დაფუძნებული. ძველი ეგვიპტელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს, რაც მათი წარმოდგენით საოცნებო და იდეალური სამყარო იყო. თუკი ადამიანი მზად იყო, მაშინ სამი სული, რომლითაც შედგება ადამიანი – კა, ბა და ახ – გაჰყვებოდა მას სიკვდილის შემდეგ სამყაროში. იმისათვის, რომ იქ თავი კარგად ეგრძნო სულს სჭირდებოდა ყველა ის კომფორტი, რაც სიცოცხლეში გააჩნდა. მათ შორის : საჭმელი, ტანსაცმელი და ავეჯი. საჭირო იყო, რომ მისი სხეული შენახულიყო მიწაში. კა, რომელიც სიცოცხლეში მუდამ ახლდა თან ფიზიკურ სხეულს, მტკიცედ იყო დაკავშირებული მასთან. ამიტომ, თუ სხეული განადგურდებოდა, სულიც მასთან ერთად განადგურდებოდა.

განსხვავებით პირველი სიკვდილისაგან, ეს მეორე სიკვდილი საბოლოო იყო. შესაბამისად, უკვდავება დამოკიდებული იყო ფიზიკური სხეულის მუმიფიკაციაზე. ძველი ეგვიპტელების მიღწევები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი – პირამიდები, მრავალი საუკუნის შემდეგაც აღფრთოვანებას იწვევს ადამიანში. ძნელი წარმოსადგენია ის, თუ როგორ შეძლეს იმ პერიოდის ეგვიპტელებმა ასეთი ურთულესი კომპლექსების აშენება, პრაქტიკულად, შიშველი ხელებით. შესაძლოა, სწორედ ეს მისტიკური და ზებუნებრივი წარმოდგენები განაპირობებს პირამიდების ესოდენ დიდ პოპულარობას.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 5458 | დაამატა: lasha | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: